ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება, ეს ძალიან ნათლად არის მოცემული ევროპული საქართველოს და თავისუფლების ინსტიტუტის პროექტში “ლაზარეს 12 მსაჯული”. პრეზიდენტს ამის შესახებ აქვს ინფორმაცია და ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლოს და არ ათავისუფლებს, ის, ბუნებრივია, ევროპაში ინტეგრაციაზე ვერ ისაუბრებს, ამ საუბარს ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს, არის შეწყალება.