დღეს პრეზიდენტს შევხვდებით მისი ინიციატივით და აზრებს გავცვლით.
აზრები, რაც ჩვენი მხრიდან უნდა გავუცვალოთ, თქვენ უკვე მოსმენილი გაქვთ.
ახალს ვერაფერს/არაფერს მოვიგონებთ.
შეხვედრის შემდეგ, შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.
6 თებერვალს პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.