ჩერგოლეიშვილი გვარამიას: კი, სააკაშვილ/კეზერაშვილის ტროას ცხენები ხართ და მელია მძევალია

ტროას ცხენად რომ ვთვლი გვარამიას თუ მისი არხი ოლიგარქიის და პიროვნების კულტზე დაფუძნებული სისტემების კრიტიკოსებითვის დახურულია, ამიტომ გაუწირია ეროვნული ინტერესები ოპოზიციური დაქსაქსვისთვის.
იმიტომ კი არა, რომ ოლიგარქიული ინსტრუმენტია მთავარი და არა მედია და გვარამიას არ უნდა ოლიგარქიულ/ბელადომანიური ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს. 
ერთობა ჩაშალა ოლიგარქიულ/ბელადომანიურმა ინტერესებმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს არცერთი, უბრალოდ არცერთი რაციონალური არგუმენტი, რატომაც მთავარი არ უნდა იყოს გახსნილი სააკაშვილ/კეზერაშვილის კრიტიკოსებისთვის.
ოლიგარქიას და პიროვნების კულტზე დაფუძნებულ ღირებულებათა სისტემას რომ თავდაუსხმელობა გამოუცხადეს, ხომ თავისთავად კომიკურია და ასე ებრძვიან ტირანად ქცეულ ოლიგარქს – კარიკატურული მორალური სიმაღლიდან.
“იმან ჩემზე ის თქვა, ამან ეს თქვა”-ს რომ არ გაცდა თქვენი პოლიტიკური გაქანება და თავისუფალ კონკურენციაში გაიხევით შუაზე, აი, ზუსტად მაგიტომ ზღუდავთ მედიად წოდებული ოლიგარქიული ინსტრუმენტებით კონკურენტებს, ზუსტად ამიტომ გჭირდებათ ბელადის და ოლიგარქის რესურსებით მფარველობა და მათ ვირტუალურ წონაზე მობღაუჭება, რომ საკუთარი არ გაგაჩნიათ და ვისაც გაგაჩნდათ, არ დააფასეთ.
ხალხი სულელი არაა და გამჭვირვალედ გხედავთ
და კი! სააკაშვილ/კეზერაშვილის ტროას ცხენები ხართ და მელია მძევალია.
წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, .
პარტია ახალის თავმჯდომარე, მ TV პირველის ეთერში თქვა, რომ “პოლიტიკური თავდასხმები” ევროპულ საქართველოსთან “ერთ-ერთი წითელი ხაზია”.
“მათ შორის, ჩემთან დაკავშირებითაც კეთდება პირდაპირ განცხადებები, რომ მელია მყავს მძევლად, ტროას ცხენი ვარ. მე ვგულისხმობ ევროპული საქართველოს ლიდერშიპის პოსტს. სახელებს და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს […] ჩვენ გვაქვს ხედვებში განსხვავებები, მაგრამ განსხვავებებზე ზემოთ დგომა, მათ შორის, ჩემი აზრით, უნდა შეძლებოდა ევროპულ საქართველოსაც. ” – ამბობს გვარამია.