ჩერგოლეიშვილი: აქციების ამოცანაა ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარი სისტემა ჩამოშალოს

აქციების ამოცანა არის ის, რომ რეჟიმი არყიოს.
არყიოს იქამდე, ვიდრე ღონეს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებას არ დათანხმდება, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
აქციების ამოცანა არ არის, რომ კომიტეტის ერთი სხდომა ჩაშალოს (თუმცა ჩაშლა ქვია აბა რა ქვია 1 წუთში გატანას)
აქციების ამოცანა არის რომ რუსული რეჟიმი არყიოს იქამდე, სანამ არ შეაგნებინებს, რომ დემოკრატიული ცვლილება მათ პირად ინტერესშია (თუ არ შეიგნებენ, საკუთარ თავს დააბრალონ).
აქციების ამოცანა არის რომ ხიშტებზე მდგარ რეჟიმს ხიშტები გამოაცალოს – ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარი სისტემა ჩამოშალოს.
ამ ამოცანას ეს აქციები ასრულებს.
ასე რომ – კი, ღამის თენებაც სასარგებლო იყო, დღისით გამართული მარშებიც, საღამოს დანიშნული პროტესტიც და საერთოდ ყველაფერი – რაც რეჟიმს ღლის და არ აძლიერებს.
რეჟიმს მხოლოდ ჩვენი უსაფუძვლო სასოწარკვეთა გააძლიერებს!
წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, . 13 მაისს, 09:00 საათზე შეკრებილმა იურიდიულმა კომიტეტმა პროტესტის ფონზე რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი.