“ჩემ მდგომარეობაში მყოფ დედებს რას პასუხობს “ოცნება”? დასავლურ კლინიკებს იმედის თვალით რომ შევყურებ, რომ ვიცი, ჩემი შვილი იქ უეჭველად განიკურნება…” – ბუჩუკური

“ჩემ მდგომარეობაში მყოფ დედებს რას პასუხობს “ოცნება”? დასავლურ კლინიკებს იმედის თვალით რომ შევყურებ, რომ ვიცი, ჩემი შვილი იქ უეჭველად განიკურნება…” – ბუჩუკური
ჩემ მდგომარეობაში მყოფ დედებს რას პასუხობთ ქართული ოცნების დეპუტატებო? დასავლურ კლინიკებს იმედის თვალით რომ შევყურებ. რომ ვიცი, ჩემი შვილი იქ უეჭველად განიკურნება… მაგალითად, გერმანიამ თავის ტვინის სიმსივნის მქონე 75 პროცენტ ბავშვებში გამოჯანმრთელებას ულტრათანამედროვე აპარატურის წყალობით მიაღწია.
არც კი მსმენია არსებობდეს საქართველოში მშობელი, რომელიც შვილს ს კლინიკაში მკურნალობდეს… ჩემი შვილის სავარაუდო დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნეა. დაზუსტებულ დიაგნოზსაც გერმანიიდან ველოდებით და თერაპიაც ევროპულ ქვეყანაში დასჭირდება. გულისამრევად გასაკვირია ხუნდაძის პოზიცია. მან ხომ ზუსტად იცის ჩემს მდგომარეობაში მყოფებისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, მკურნალობა, ევროპული პრეპარატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომაა. გვეუბნება დასავლეთი, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უნდა დავივიწყოთ დასავლეთი… განვითარების პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლებს რას პასუხობთ? როგორ დავივიწყოთ ჩვენ, დედებმა დასავლეთი, როცა იქ ბავშვებს გვიცოცხლებენ?! ალტერნატივას რას მთავაზობთ, როცა თქვენი ცუდად ყოფნის დროს, ვერ მახსენდებით კრასნოდარის “ბალნიცაში” წამოწოლილები… ჩემი 4 წლის შვილის ჯანმრთელობა სასწორზე ოლიგარქის ფულის დასაცავად თქვენ როგორ და რატომ უნდა შეგაგდებინოთ? არსებობს რიგი დაავადებები, როცა დრო უმნიშვნელოვანესია, საათებიც კი. ვიზის ლოდინს და ვერწასვლას, საქართველოში მყოფი იმ ექიმების ნაწილს მთავაზობთ, რომლებმაც დიპლომები ისევ რუსეთში ბოთლი ჭაჭით იყიდეს თუ რუსულ კლინიკებს?! სადაც თქვენ და თქვენი შვილები ნამყოფებიც არ ხართ და ფონენდოსკოპითაც კი არ მოასმენინებთ… საქართველოსთან ერთად ჯანდაცვასაც კლავთ, ადამიანებსაც… საქართველოს პარლამენტი
ფოტოები რუსული და გერმანული კლინიკებიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები