“ჩემს 11 წლის შვილს ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღებას და გადაგზავნას სთხოვდა” – პედოფილიის სავარაუდო საქმე –

სავარაუდო სექსუალური ძალადობა – ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მის 11 წლის შვილს უცნობი პირი სექსუალური ხასიათის ფოტოების და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა.
ქეთი მაღრაძე ამბობს, რომ კარლო კაციტაძის უწყება თავდაპირველად საქმის გამოძიებით არ დაინტერესდა და მხოლოდ დღეს დაუკავშირდა.
“სთხოვდა გართობას. პირველ ეტაპზე, ჩემს შვილს მხოლოდ მისი სახელი აქვს მიწერილი. თუმცა შემდეგ როცა მოწერა, რომ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის გამოგზავნას აპირებდა, მე თითქმის ყოველდღე ვუმოწმებ სოციალურ ქსელებს ჩემს შვილს და საუბარი გავუგრძელე მე, რის შემდეგაც ეს ადამიანი ითხოვდა სექსუალური ტიპის ვიდეოს გაგზავნას, რომ ჩემს შვილს, მოეძებნა მეგობარი ბიჭი, რომელთან ერთადაც გაიდაღებდა ამ ტიპის ვიდეოებს და წერდა, რომ გაერთობოდნენ. არაერთხელ დავუფიქსირე მე ასაკი, რო პატარა რომ ვარ, პრობლემა ხო არ არის, ხომ არავის ეტყვი და მისი პასუხი იყო, რომ, მთავარია შენ არ უთხრა არავისო. დღეს დამიკავშირდნენ, რომ გარყვნილი ქმედების კუთხით დაიწყება გამოძიება”, – ამბობს ქეთი მაღრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა