“ჩემს ძმას, სანდრო მამუკელაშვილს, საუკეთესო სურვილებით” – ვინისიუს ჟუნიორმა ქართველ კალათბურთელს მაისური აჩუქა [PHOTO]

გუშინ, 25 დეკემბერს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საშობაო მატჩები გაიმართა. “ნიუ იორკ ნიქსმა” “სან ანტონიო სპურსი” დაძაბულ ბრძოლაში 117:114 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას კი მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი დაესწრო.
როგორც ჩანს, ბრაზილიელმა “ტეხასელთა” ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს მატჩის შემდეგ საკუთარი მაისური გადასცა.
“ჩემს ძმას, სანდრო მამუკელაშვილს, საუკეთესო სურვილებით”, – წერია მაისურზე, რომელიც ვინისიუსმა მამუკელაშვილს აჩუქა.
გუშინდელ შეხვედრაში სანდროს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.