მსახიობ ნანკა კალატოზიშვილისა და სპორტსმენ ირაკლი კეიდიას წყვილი წლების წინ ტაბლოიდების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა იყო. ახალგაზრდა, ლამაზი წყვილი საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებოდა და აღფრთოვანებას იწვევდა. მათ ერთი შვილი, დანი შეეძინათ, თუმცა ერთმანეთს დაშორდნენ.
არც ნანკას და არც ირაკლის დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ნანკამ არაერთხელ აღნიშნა, რომ დაშორებით მათი ურთიერთობა არ დასრულებულა – ის საკუთარი შვილის მამას პატივს სცემს და ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის.
ამჯერად ირაკლი კეიდიას შესახებ ნანკა კალატოზიშვილმა პოდკასტში ‘მარტოობის 15 წუთი” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადამიანი სწორედ ირაკლი კეიდია იყო. ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ ის ემოციურ სიღრმემდე არასდროს მისულა და ახლა მის ცხოვრებაში არც დრო და არც სივრცე რჩება რომანტიკული ურთიერთობისთვის. როგორც ნანკა აღნიშნავს, მისი გონება და ყოველდღიური გარემო იმდენადაა გადატვირთული, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობებზე ფიქრის ენერგია არ აქვს.
„მგონია, რომ უბრალოდ არც მცალია მაგისთვის, ჩემს ტვინს საერთოდ არანაირი ურთიერთობისთვის არ სცალია…“.
ნანკას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ოდესმე მიუღია, იყო:
“არ უღალატო საკუთარ თავს”.
ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: “მიდიოდა მატარებელი”, “რევერსი”, “გრაფიტი”, “ტრილოგია”, “ოცნების ქალაქი”…
ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.
“მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის – რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!
ოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და “ვტროლაობდიო”, რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.” – თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში “სთორი”.
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.




