“ჩემს ქვეყანაში შენ რატომ მაძლევ შენიშვნასო” – ჟვანიას ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, თამაზ ელიზბარაშვილის შვილია, “კურიერმა” ახალი დეტალები გაარკვია

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. კონფლიქტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე კი უკვე დაკავებულია.
როგორც “რუსთავი 2-მა” გაარკვია, დაჭრას წინ უძღოდა ძაღლთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება.
დაკავებულის მამის, თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, ეროვნებით ყაზახმა პირმა მის შვილს შენიშვნა ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებით მისცა.
“დილით ჩემ შვილს ჰყავდა ჩაყვანილი ძაღლი, ასეირნებდა და იქ ვიღაც ორმეტრიანი, ეროვნებით ყაზახი იყო პარკში. პრეტენზია გამოთქვა რატომ ასეირნებ აქ პარკში ძაღლსო? ჩემი შვილისთვის მიუცია შენიშვნა. ჩემ შვილს უთქვამს, ჩემს ქვეყანაში შენ რატომ მაძლევ შენიშვნასო და თავი გამანებეო. მოხდა შელაპარაკება, შელაპარაკების დროს იმას მოუქნევია ძაღლისთვის ფეხი. არ ვიცი ეს იარაღი ჩემი შვილის იყო თუ სხვისი იყო, მე არაფერი არ ვიცი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა

ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია