“ჩემს მანქანაში ჯერ ღორის ფორმის ყულაბა შევამჩნიე, მერე მძინარე კაცი. შეიძლება სადმე აბაზანაც აქვს მოშენებული” – წერილი სოციალური ქსელიდან

თავს კი არ გახვევთ ჩემს პრობლემას, მაგრამ არ შემიძლია ეს რომ არ გაგიზიაროთ. თებერვალში სახლთან დაპარკინგებული ჩემი მანქანა მოპარული ტაქსით, დაამტვრია სამმა თინეიჯერმა გოგომ. მანქანა ისე დაილეწა რომ ვერ მოძრაობს და სახლთან აყენია, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა და გაჭედილი სასამართლოს გამო ძაან გაიწელა ყველაფერი. პერიოდულად ვუყურებ და საშინლად ვბრაზდები დაუგეგმავ უმანქანობაზე.
დღეს ჩავუარე და ლურჯი ფაიფურის, ღორის ფორმის ყულაბა შევამჩნიე, მერე კაცის გაუთავებული კუბოკრული პერანგი, ჩამოკიდებული არომატიზატორი და უკან ბევრი ტანსაცმელი, ასევე მძინარე კაცი. შეიძლება სადმე აბაზანაც აქვს მოშენებული, ღორის ფორმის ყულაბაში აგროვებს ფულს, რომელიც შეიძლება ჩემი მანქანის დღიური გაქირავებით მიღებული შემოსავალია.
ვზივარ ეხლა კარფურში, ვუყურებ ჩემს მანქანას და ნახევარი საათია პატრულს ველოდები, რომელსაც მოქალაქეებისთვის აღარ ცალია და თან ცოტა მეშინია ამხელა ამბის ბოლოს მაინც მე არ დამიჭირონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს