“ჩემს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გავმართე” – ყაველაშვილი ალიევთან შეხვედრის შესახებ – Netgazeti

ფეისბუკის გვერდზე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესახებ წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჩემს კოლეგას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ვუმასპინძლე. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გავმართე”, – წერია ყაველაშვილის ფეისბუკ გვერდზე.აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ცოლი მეჰრიბან ალიევა, დღეს, 6 აპრილსს საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ალიევის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან.ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.ბაქო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება