ალყაში მოგვაქციეს, ორივე მხრიდან გვაწვებოდნენ და ვერ გადავაადგილდებოდით, ერთმანეთზე ვიჭყლიტებოდით, ფეხზე ვერ ვიდექით.
ხალხი ეხვეწებოდა, ცუდად ვართ და ნუღა გვაწვებით, გასაქცევი მოგვეცითო- ამათმა ზემოდან წიწაკის სპრეი დაგვიმატეს, თმით გვათრიეს, პანჩურები გვირტყეს, ძირს დაგდებულები თავს თუ წევდნენ სახეში ურტყამდნენ წიხლებს. ბოლოს რომ ვეღარ ვსუნთქვადი, ყელ-ხახა, თვალები, ტუჩები, ცხვირი მეწვოდა და წინ გზასაც ვერ ვხედავდი, ვთხოვე, აღარ შემიძლია-მეთქი და “დროზე გააჯვი შენი დედის მუტელი მოვტყან”-ო მომაძახა და გამომეკიდა. ჩემს თვალწინ გოგომ და ბიჭმა გონება დაკარგეს და ვერ დავეხმარე, მეგობრები დავკარგე და იმათაც ვერ დავეხმარე. ბოლოს მეტროშიც შემოვიდნენ და ჩემს დაძახებულზე – აქედან მაინც წადით-მეთქი, ბარიკადთან მოვარდა.
ჯოჯოხეთი თუ არ გინახავთ, ეს იყო.