“ჩემს თავს ვუმეორებდი, რა 70 , 90 წლის ხარ – მეთქი… სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა, იქ ზემოთ დიდი ღმერთის…” – ნუნუ დუღაშვილის ცხოვრების გზა – Marao
ქართველმა კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში — საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში. პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
გადაცემაში „ნოესთან“ კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი იმყოფებოდა. ნუნუ დუღაშვილმა, კითხვაზე, თუ რამდენი წლისაა, კითხვით უპასუხა და დაინტერესდა, რამდენი წლისას ჰგავს ის. წამყვანმა უპასუხა, რომ 70-მდე:
“დაახლოებით, 20 წლით უფროსი ვარ 70-ზე. სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა, და როგორც კი დავფიქრდი, ჩემს თავს ვუმეორებდი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ – მეთქი. ძალიან ბევრს რომ ვლაპარაკობ ახლა მჯერა, რომ 90 წლის ვარ. როგორ შეიძლება, ამაზე დიდხანს ვიყო. სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა, იქ ზემოთ დიდი ღმერთის…” – ამბობდა ნუნუ დუღაშვილი.