ჩემს გეგმას ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – პრეზიდენტი

„ჩემს გეგმას ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მისი თქმით, ქართულის საზოგადოება არის მზად, რომ გადადგას ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროკავშირში.
„ჩემს გეგმას ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი, ეს გეგმა თქვენს ხელშია, მაგრამ მე მჯერა, რომ ქართულის საზოგადოება არის მზად, რომ გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროკავშირში.