“სოციალურ ქსელში ყველაფერზე წერენ და ყველა შინაარსის კომენტარი არსებობს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როცა გარეგნობაზე გაძლევენ კომპეტენტურ რჩევებს.
მაგალითად, გეუბნებიან: “ნანუკა, შენი კბილის ვინილები ცოტა დიდი ხომ არ არის?”
არ არის ეს ვინილები, ეს არის ბჟენით აშენებული კბილი, მაგრამ, ნახეთ, რა სილამაზეა. ვგიჟდები, ვაფრენ, ჩემი ოცნების ფორმაა. მთელი ცხოვრება მინდოდა, მსგავსი ფორმა მქონოდა. ვინილების გარდა, ამის გაკეთება უბრალოდ ბჟენით თუ იყო შესაძლებელი, ვერც კი წარმომედგინა.
ამის გარდა, არის შემდეგი სახის კომენტარებიც: “ტუჩი ზედმეტი გაქვს, ქალო!”
პირიქით, ვფიქრობ, რომ ტუჩზე ცოტა მაკლია და უნდა დავიმატო. ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით არავის აზრი არ მაინტერესებს ერთადერთი ადამიანის გარდა – როცა სარკეში ვიყურები და ვხედავ ისევ მე ჩემს თავს. მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი და მე უნდა ვგრძნობდე თავს არაჩვეულებრივად და კომფორტულად ამ ქურქში, რასაც ჩემი სხეული ჰქვია,” – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
“ბარიატრიული ოპერაცია არ გამიკეთებია. გასახდომი წამლებიც არასდროს დამილევია. მაგრამ ისე ცოტას ვჭამ, ჩათვალეთ, ვისაც ბარიატრია აქვს გაკეთებული, მეტ საკვებს არ იღებს.
სწორი კვება ერთ-ერთია, მაგრამ სხეულის ფორმების მიღება – სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვვარჯიშობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა @drkote. ზუსტად ის ფორმები მომცა, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან ზომიერად და ზუსტად გამომიძერწა სხეული და ამან მეტი მოტივაცია მომცა.
და ყველაზე მთავარი. წონა და ფორმები არ ხდის ქალს უფრო მიმზიდველს. თუ შიგნით გაქვს მზის სხივები, ისინი აუცილებლად გვანათებენ და ესეც შენი სილამაზე. ყველაზე ლამაზია ქალი მაშინ, როცა ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და როცა ბედნიერია. და ყველაზე სექსუალურია მაშინ, როცა თავდაჯერებულია“ – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
“როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ბევრ ძალიან არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა, არა მხოლოდ – საშინლად მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზეც, ძალიან გსტრესავს და თავს ცუდად გრძნობ.
საბაზე ორსულობისას ძალიან მოვიმატე. ამის შემდეგ გადავწყვიტე წონის დაკლება. თავიდან 16-საათიანი დიეტით დავიწყე. კვებას ვიწყებდი დილის 10 საათზე და ვახშამი მქონდა 18:00-ზე.
ზოგჯერ დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა. ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.
4 თვის შემდეგ გადავედი 18-საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.
ვჭამ ყველაფერს, ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით. აუცილებლად მიიღეთ ცილა.დალიეთ წყალი. არ არის აუცილებელი, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს, ამ შემთხვევაში მაშუპებს, ამიტომ ცივ წყალს ვიღებ.აუცილებელია ძილი. თუ ამას არ მოიწესრიგებთ, ვერ მიიღებთ შედეგს.არ აკრძალოთ არაფერი, დაითვალეთ კალორიები და ისე მიირთვით.არასწორია ინფორმაცია, რომ შავი შოკოლადი, წიწიბურა და ბრინჯი დიეტურია. პირიქით, ეს პროდუქტები ძალიან კალორიულია.
თუ ამ ყველაფერს გაიხდით თქვენი ცხოვრების რეჟიმად, თქვენივე თავთან ჰარმონიაში მოხვალთ. აუცილებლად ნახავთ შედეგს 3-4 თვეში“, – ამბობდა ნანუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.




