ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა – ვინ ვის დაუპირისპირდება?

მონტე-კარლოში ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. შეგახსენებთ, ტურნირი ე.წ. შვეიცარიული სისტემით გაიმართება და მასში მონაწილეობას 32-ის ნაცვლად 36 გუნდი მიიღებს.
ყოველი გუნდი ძირითად ეტაპზე ექვსის მაგივრად რვა მატჩს ჩაატარებს – ოთხს სახლში და ოთხს გასვლაზე. რვა საუკეთესო პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, მე-9-დან 24-ე ადგილზე გასულები ორრაუნდიან ბრძოლაში პლეი-ოფში ითამაშებენ, დანარჩენები კი ევროტურნირებს დაემშვიდობებიან.
“მანჩესტერ სიტის” მეტოქეები: “ინტერი”, პსჟ, “ბრიუგე”, “იუვენტუსი”, “ფეიენოორდი”, “სპორტინგი”, “სპარტა”, “სლოვანი”.
“ინტერის” მეტოქეები: “ლაიფციგი”, “მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”, “ბაიერი”, “ცრვენა ზვეზდა”, “იანგ ბოიზი”, “მონაკო”, “სპარტა”.
ლაიფციგის მეტოქეები: “ლივერპული”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ატლეტიკო”, “სპორტინგი”, “სელტიკი”, “ასტონ ვილა”, “შტურმი”.
“იუვენტუსის” მეტოქეები: “მანჩესტერ სიტი”, “ლაიფციგი”, “ბენფიკა”, “ბრიუგე”, პსვ, “ლილი”, “შტუტგარტი”, “ასტონ ვილა”.
“არსენალის” მეტოქეები: პსჟ, “ინტერი”, “შახტარი”, “ატალანტა”, “დინამო” (ზ), “სპორტინგი”, “მონაკო”, “ჟირონა”.
“შახტარის” მეტოქეები: “ბაიერნი”, “დორტმუნდი”, “ატალანტა”, “არსენალი”, “იანგ ბოიზი”, პსვ, “ბრესტი”, “ბოლონია”.
“იანგ ბოიზის” მეტოქეები: “ინტერი”, “ბარსელონა”, “ატალანტა”, “შახტარი”, “ცრვენა ზვეზდა”, “სელტიკი”, “ასტონ ვილა”, “შტუტგარტი”.
“სელტიკის” მეტოქეები: “ლიფციგი”, “დორტმუნდი”, “ბრიუგე”, “ატალანტა”, “იანგ ბოიზი”, “დინამო” (ზ), “სლოვანი”, “ასტონ ვილა”.
კალენდარი 31 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ