ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სპორტულ მაღაზიაში მუშაობს

L`Equipe-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფრანგი მცველი ჟერემი მატიო მარსელის ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში მუშაობს.

“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, წყაროს ცნობით, საკუთარ მოვალეობებს თავს ძალიან კარგად ართმევს – ის მაღაზიის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია. ასევე, L`Equipe დასძენს, რომ მალე მეტიო მწვრთნელის სერთიფიკატსაც აიღებს.
ჟერემი “ბარსას” რიგებში 2014-2017 წლებში გამოდიოდა. კატალონიური კლუბის მაისურით მატიომ 91 მატჩი ჩაატარა და 7 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი (ორჯერ). სხვადასხვა დროს, ფრანგი მცველი “სოშოს”, “ტულუზას”, “ვალენსიასა” და “სპორტინგის” ღირსებასაც იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში