ჩემპიონთა ლიგა. VIII ტური: ყველა მერვედფინალოსანი და პლეი-ოფის მონაწილე გაირკვა

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო, მერვე ტური ჩატარდა და შემდეგ ეტაპზე გასული 8 გუნდი და პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა.
„შახტარი“ სტუმრად „დორტმუნდთან“ 1:3 დამარცხდა და 7 ქულით 27-ე ადგილზე გავიდა. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 72-ე წუთამდე ითამაშა.
„შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ლაიფციგს“ 1:0 მოუგო და 6 ქულით 30-ე ადგილზე გავიდა. მასპინძელთა რიგებში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანი“ მიუნხენში „ბაიერნთან“ 1:3 დამარცხდა და ტურნირი უქულოდ დაასრულა. ბრატისლავურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.
ასტონ ვილა – სელტიკი 4:2
ბარსელონა – ატალანტა 2:2
ბაიერი – სპარტა 2:0
დორტმუნდი – შახტარი 3:1
ბრესტი – რეალი 0:3
დინამო (ზ) – მილანი 2:1
ბაიერნი – სლოვანი 3:1
ზალცბურგი – ატლეტიკო 1:4
ჟირონა – არსენალი 1:2
ინტერი – მონაკო 3:0
იუვენტუსი – ბენფიკა 0:2
ლილი – ფეიენოორდი 6:1
მანჩესტერ სიტი – ბრიუგე 3:1
პსვ – ლივერპული 3:2
შტურმი – ლაიფციგი 1:0
სპორტინგი – ბოლონია 1:1
იანგ ბოიზი – ცრვენა ზვეზდა 0:1
მერვედფინალის საგზური „ლივერპულმა“, „ბარსელონამ“, „არსენალმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“, „ბაიერმა“, „ლილმა“ და „ასტონ ვილამ“ მოიპოვეს.
პლეი-ოფში ითამაშებენ: „ატალანტა“, „დორტმუნდი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „მილანი“, პსვ, პსჟ, „ბენფიკა“, „მონაკო“, „ბრესტი“, „ფეიენოორდი“, „იუვენტუსი“, „სელტიკი“, „მანჩესტერ სიტი“, „სპორტინგი“ და „ბრიუგე“.
პლეი-ოფის წილისყრა 31 იანვარს გაიმართება – მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს ჩატარდება.