ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: “ბარსელონას” ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში – “ლივერპულმა” ისევ მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის პირველი სათამაშო დღის კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა.
„ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში გასვლაზე „ბენფიკა“ 5:4 დაამარცხა. ლისაბონელთა ბერძენმა თავდამსხმელმა ევანგელოს პავლიდისმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, სტუმართა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კი პენალტით – დუბლი. პოლონელის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 103 გოლია და მხოლოდ რონალდოს და ლეო მესის ჩამორჩება.
„ბარსამ“ ტურნირზე ზედიზედ ექვსი გამარჯვება 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა, 18 ქულით მეორე ადგილზეა და 1/8-ფინალის საგზური ვადამდე გაინაღდა.
„ლივერპულმა“ შინ „ლილს“ 2:1 სძლია, შვიდივე მატჩი მოიგო და მერვედფინალში გავიდა. მოჰამედ სალაჰმა ტურნირზე
47-ე გოლი გაიტანა.
„ატლეტიკომ“ სახლში „ბაიერს“ თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და 15 ქულით მესამე პოზიციაზეა. მადრიდელთა თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაიტანა – გადამწყვეტი 90-ე წუთზე.
„სლოვანმა“ სახლში „შტუტგარტთან“ 1:3 წააგო, უქულოდაა, პლეი-ოფში ვერ გავიდა და ტურნირზე ბოლო მატჩს 30 იანვარს მიუნხენში „ბაიერნთან“ ჩაატარებს. მასპინძელთა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ატლეტიკო – ბაიერი 2:1
გოლები: 0:1 ინკაპიე (45+1), 1:1 ალვარესი (52), 2:1 ალვარესი (90)
გაძევება: ბარიოსი (25, ატლეტიკო), ინკაპიე (76, ბაიერი)
ბენფიკა – ბარსელონა 4:5
გოლები: 1:0 პავლიდისი (2), 1:1 ლევანდოვსკი (13, პენ), 2:1 პავლიდისი (22), 3:1 პავლიდისი (30, პენ), 3:2 რაფინია (64), 4:2 არაუხო (68, საკ. კარში), 4:3 ლევანდოვსკი (78, პენ), 4:4 ერიკ გარსია (86), 4:5 რაფინია (90+6)
ბოლონია – დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 გირასი (15, პენ), 1:1 დალინგა (71), 2:1 ილინგ-ჟუნიორი (72)
ბრიუგე – იუვენტუსი 0:0
ცრვენა ზვეზდა – პსვ 2:3
გოლები: 0:1 დე იონგი (17), 0:2 ტილი (23), 0:3 ფლამინგო (43), 1:3 ნდიაე (71), 2:3 ჯიგა (77)
გაძევება: ფლამინგო (50, პსვ)
ლივერპული – ლილი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (34), 1:1 დევიდი (62), 2:1 ელიოტი (67)
გაძევება: მანდი (59, ლილი)
სლოვანი – შტუტგარტი 1:3
გოლები: 0:1 ლეველინგი (11), 0:2 ლეველინგი (36), მეტსოკო (85), 1:3 რიდერი (87)
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: კიტეიშვილის “შტურმი” “ატალანტასთან” განადგურდა