ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური ჩატარდა და პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა – „არსენალი“ და პსვ.
A ჯგუფიდან „ბაიერნი“ უკვე გასული იყო და სახლში „კოპენჰაგენს“ ფრედ ეთამაშა (0:0). ასევე ფრედ დასრულდა „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი (3:3). „კოპენჰაგენს“ და „გალათასარაის“ 5-5 ქულა აქვთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 4.
B ჯგუფში „არსენალმა“ საკუთრ მოედანზე „ლანსი“ გაანადგურა (6:0) და პირველი ადგილი დაიკავა. პსვ-მა გასვლაზე 0:2-დან შემოუტრიალა თამაში 66-ე წუთიდან კაცნაკლულ „სევილიას, 3:2 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა.
D ჯგუფში „ბენფიკა“ ჟოაო მარიოს ჰეთ-თრიკით დაწინაურდა „ინტერთან“,
მაგრამ მილანელებმა ფრეს მიაღწიეს (3:3). „სოსიედადი“ და „ზალცბურგი“ დაზავდნენ (0:0). „სოდიედადს“ და „ინტერს“ 11-11 ქულა აქვთ, უკვე მოიპოვეს შემდეგი ეტაპას საგზური და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი დაიკავებს პირველ და რომელი მეორე ადგილს.
A ჯგუფი
გალათასარაი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:3
გოლები: 0:1 გარნაჩო (11), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (18), 1:2 ზიეში (29), 1:3 მაკტომინეი (55), 2:3 ზიეში (62), 3:3 აკტიურკოღლუ (71)
ბაიერნი – კოპენჰაგენი 0:0
B ჯგუფი
არსენალი – ლანსი 6:0
გოლები: 1:0 ჰავერცი (13), 2:0 ჟუან ჟეზუსი (21), 3:0 საკა (23), 4:0 მარტინელი (27), 5:0 ოდეგარდი (45+1), 6:0 ჟორჟინიო (86, პენ)
სევილია – პსვ 2:3
გოლები: 1:0 რამოსი (24), 2:0 ენ-ნესირი (47), 2:1 საიბარი (68), 2:2 გუდელი (82, საკ. კარში), 2:3 პეპი (90+2)
გაძევება: ოკამპოსი (66, სევილია)
C ჯგუფი
ბრაგა – უნიონი 1:1
გოლები: 0:1 გოსენსი (42), 1:1 ჯალო (51)
გაძევება: ნიაკატე (31, ბრაგა)
რეალი – ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)
D ჯგუფი
ბენფიკა – ინტერი 3:3
გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (5), 2:0 ჟოო მარიო (13), 3:0 ჟოაო მარიო (34), 1:3 არნაუტოვიჩი (51), 2:3 ფრატეზი (58), 3:3 სანჩესი (72, პენ)
გაძევება: ანტონიო სილვა (86, ბენფიკა)
სოდიედადი – ზალცბურგი 0:0