ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩატარდა.
„შტურმმა“, რომელიც აქამდე უქულოდ იყო, საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.0, sofascore 6.8, whoscored 6.6. გრაცული გუნდი ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს გასვლაზე „ლილთან“ გამართავს.
„ცრვენა“ ზვეზდამ“ დებიუტში „შტუტგარტთან“ გოლი გაუშვა, მაგრამ შემდეგ ხუთი გაუტანა და პირველი ქულები მოიპოვა.
შტურმი – ჟირონა 1:0
გოლი: ბიერეტი (58)
ცრვენა ზვეზდა – შტუტგარტი 5:1
გოლები: 0:1
დემიროვიჩი (5), 1:1 მვუმპა (12), 2:1 კრუნიჩი (31), 3:1 ივანიჩი (65), 4:1 რადონიჩი (69), 5:1 რადონიჩი (88)