ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: აზაროვი ისევ არ ათამაშეს – “შახტარმა” პირველად გაიმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩატარდა.
„შახტარმა“ „იანგ ბოიზი 2:1 დაამარცხა“. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი კვლავ სათადარიგო იყო. „შახტარმა“ მიმდინარე ტურნირზე პირველად გაიტანა გოლები, პირველად გაიმარჯვა, 4 ქულა აქვს და შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს ეინდჰოვენში პსვ-სთან გამართავს.
„ბრიუგემ“ საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია „ასტონ ვილას“, რომელსაც აქამდე სამივე მატჩი ჰქონდა მოგებული.
შახტარი – იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 0:1 იმერი (27), 1:1 ზუბკოვი (31), 2:1 სუდაკოვი (41)
ბრიუგე – ასტონ ვილა 1:0
გოლი:
ვანაკენი (52, პენ)