ჩემპიონთა ლიგა. III ტური: “რეალის” დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
„რეალი“ მე-60 წუთამდე სახლში 0:2 მარცხდებოდა „დორტმუნდთან“, მაგრამ შემდეგ ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა. ვინისიუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგთან“ მარცხი განიცადა – 0:2. მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა (მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, ასისტენტები ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია) მოემსახურა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სათადარიგო იყო. „შტურმს“ 0 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 6 ნოემბერს, დორტმუნდში „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.
„სლოვანი“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა გურამ
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.2, whoscored 6.9, flashscore 6.8. ბრატისლავური კლუბი უქულოდაა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში, 5 ნოემბერს ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.
„შახტარი“ სტუმრად „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა. „მეშახტეთა“ რიგებში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო. დონეცკელებს 1 ქულა აქვთ და 6 ნოემბერს გელზენკირხენში „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდებიან.
შტურმი – სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 ნუნუ სანტუში (23), 0:2 დოკერეში (53)
ჟირონა – სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 გუტიერესი (42), 2:0 ხუანპე (73)
გამოუყენებელი პენალტი: სტუანი (88, ჟირონა)
არსენალი – შახტარი 1:0
გოლი: რიზნიკი (29, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: ტროსარდი (77, არსენალი)
მილანი – ბრიუგე 3:1
გოლები: 1:0 პულიშიჩი (11), 1:1 საბე (51), 2:1 რეინდერსი (61), 3:1 რეინდერსი (71)
გაძევება: ნვადიკე (40, ბრიუგე)
მონაკო – ცრვენა ზვეზდა 5:1
გოლები: 1:0 მინამინო (20), 1:1 ნდიაე (27, პენ), 2:1 ემბოლო (45+4), 3:1 სინგო (54), 4:1 მინამინო (70), 5:1 აკლიუში (90+6)
ასტონ ვილა – ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 მაკგინი (55), 2:0 დურანი (64)
იუვენტუსი – შტუტგარტი 0:1
გოლი: ტურე (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: მიიო (86, შტუტგარტი)
გაძევება: დანილო (84, იუვენტუსი)
პსჟ – პსვ 1:1
გოლები: 0:1 ლანგი (34), 1:1 ჰაკიმი (55)
რეალი – დორტმუნდი 5:2
გოლები: 0:1 მალენი (30), 0:2 გიტენსი (34), 1:2 რიუდიგერი (60), 2:2 ვინისიუსი (62), 3:2 ვასკესი (83), 4:2 ვინისიუსი (86), 5:2 ვინისიუსი (90+3)