ჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “ბარსელონამ” ტურნირი წაგებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა.
ტურნირზე ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომლის „შტურმი“ საფრანგეთში „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.
„ბარსელონამ“, რომელიც მე-10 წუთზე ერიკ გარსიას გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე „მონაკოსთან“ 1:2 მარცხი განიცადა. „ატლეტიკომ“ სახლში ხიმენესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოუგო „ლაიფციგს“. „ბაიერმა“ სტუმრად „ფეიენოორდი“ 4:0 გაანადგურა. „ბენფიკამ“ 2:1 სძლია „ცრვენა ზვეზდას“, „ატალანტას“ და „არსენალის“ დაპირისპირება კი 0:0 დასრულდა.
ცრვენა ზვეზდა – ბენფიკა 1:2
გოლები: 0:1 აკტიურკოღლუ (9), 0:2 კეკჩიუ (29), 1:2 მილსონი (86)
ფეიენოორდი – ბაიერი 0:4
გოლები: 0:1 ვირტცი (5), 0:2 გრიმალდო (30), 0:3 ვირტცი (36), 0:4 ველენროიტერი (44, საკ. კარში)
ატალანტა – არსენალი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: რეტეგი (51, ატალანტა)
ატლეტიკო – ლაიფციგი 2:1
გოლები: 0:1 შეშკო (4), 1:1 გრიზმანი (28), 2:1 ხიმენესი (90)
ბრესტი – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 მანეტი (23), 1:1 ფერნანდეში (45+1, საკ. კარში), 2:1 სიმა (56)
გაძევება: ლავალე (88, შტურმი)
მონაკო – ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 აკლიუში (16), 1:1 იამალი (28), 2:1 ილენიკენა (71)
გაძევება: ერიკ გარსია (10, ბარსელონა)