ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “რეალმა” “ატლეტიკოს” მოუგო – “არსენალმა” და “ასტონ ვილამ” მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

ჩემპიონთა ლიგის ოთხი პირველი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.
„რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო და ყველაფერი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაირკვევა. „ასტონ ვილამ“ სტუმრად „ბრიუგეს“ 3:1 დამარცხებით გათამაშების შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „დორტმუნდი“ სახლში „ლილთან“ ფრეს დასჯერდა და ამ წყვილში გამარჯვებული საფრანგეთში გაირკვევა. სამაგიეროდ თითქმის გაირკვა, რომ 1/4-ფინალში „არსენალი“ გავა, რომელმაც გასვლაზე პსვ 7:1 გაანადგურა.
რეალი – ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (4), 1:1 ალვარესი (32), 2:1 ბრაიმ დიასი (55)
ბრიუგე – ასტონ ვილა 1:3
გოლები:
0:1 ბეილი (3), 1:1 დე კეიპერი (12), 1:2 მეხელე (82, საკ. კარში), 1:3 ასენსიო (88, პენ)
დორტმუნდი – ლილი 1:1
გოლები: 1:0 ადეიმი (22), 1:1 ჰარალდსონი (68)
პსვ – არსენალი 1:7
გოლები: 0:1 ტიმბერი (18), 0:2 ნვამერი (21), 0:3 მერინო (31), 1:3 ლანგი (43, პენ), 1:4 ედეგორი (47), 1:5 ტროსარდი (48), 1:6 ედეგორი (73), 1:7 კალაფიორი (87)
საპასუხო შეხვედრები 13 მარტს ჩატარდება.