ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მბაპე ვერ შეაჩერეს და პსჟ-მა “სოსიედადს” მოუგო – “ლაციომ” “ბაიერნს” სძლია

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
პსჟ-მა სახლში „სოსიედადი“ 2:0 დაამარცხა. ბასკური გუნდი პირველ ტაიმში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, მერინოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლები მბაპემ დააწინაურა. ცოტა ხანში მანვე ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე „სოსიედადს“ ბარკოლამ გაუტანა და შეცვალეს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორბურთიანი სხვაობით მოიგო და შემდეგ ეტაპაზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
. მბაპემ ბოლო 10 მატჩში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, უკანასკნელ ორ თვეში კი მის ანგარიშზე 13 გოლია.
„ლაციომ“ შინ „ბაიერნს“ 1:0 სძლია. მსაჯმა 67-ე წუთზე პირდაპირი
წითელი ბარათით „ბაიერნის“ მცველი უპამეკანო საკუთარ საჯარიმოში ისაკსენთან უხეშობისთვის გააძევა, პენალტი დანიშნა და იმობილემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
. „ბაიერნმა“ ზედიზედ ორი მარცხი 2019 წლის შემდეგ პირველად განიცადა და თან ბოლო ორ დაპირისპირებაში ვერ გაიტანა.
. მიუნხენურმა გუნდმა მეტოქის კარში ბურთი ვერ დაარტყა, რაც ბოლო 10 თვეში პირველად მოხდა.
პსჟ – სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (58), 2:0 ბარკოლა (71)
ლაციო – ბაიერნი 1:0
გოლი: იმობილე (69, პენ)
გაძევება: უპამეკანო (67, ბაიერნი)
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 6 მარტს ჩატარდება.