ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ასტონ ვილამ” ისევ მოიგო და პსჟ-ს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ასტონ ვილამ“ სახლში „ბრიუგეს“ 3:0 სძლია. დუბლი პსჟ-დან იჯარით აყვანილმა მარკო ასენსიომ შეასრულა.
გასვლაზე 3:1 მოგების შემდეგ, „ასტონ ვილა“ სახლში თავიდან დაცვაში ჩადგა, მომენტს დაელოდა და პირველივე კონტრიერიშისას მოწინააღმდეგე კაცნაკლული დატოვა – რეშფორდზე უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა საბე გააძევა. შედეგად, ინგლისურმა გუნდმა გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა.
გათამაშების შემდეგ ეტაპზე უნაი ემერის გუნდის მეტოქე პსჟ-ა – შეხვედრები 8-9 და 15-16 აპრილს ჩატარდება.
ასტონ ვილა – ბრიუგე 3:0
გოლები: 1:0 ასენსიო
(50), 2:0 მატსენი (57), 3:0 ასენსიო (61)
გაძევება: საბე (16, ბრიუგე)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში