ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: “რეალმა” გასვლაზე “სიტის” თამაში შემოუტრიალა

ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის სამი მატჩი ჩატარდა.
„რეალმა“ ფანტასტიკურ დაპირისპირებაში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ 3:2 მოუგო. ინგლისურმა გუნდმა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 4 მარცხი განიცადა. „იუვენტუსმა“ სახლში 2:1 დაამარცხა პსვ, „დორტმუნდმა“ კი გასვლაზე „სპორტინგს“ 3:0 სძლია და მერვედფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.
მანჩესტერ სიტი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ჰოლანი (19), 1:1 მბაპე (60), 2:1 ჰოლანი (80, პენ), 2:2 ბრაიმ დიასი (86), 2:3 ბელინგემი (90+2)
იუვენტუსი – პსვ 2:1
გოლები: 1:0 მაკენი (34), 1:1 პერიშიჩი (56), 2:1
მბანგულა (82)
სპორტინგი – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გირასი (60), 0:2 გროსი (68), 0:3 ადეიმი (82)
საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.