ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა “ბოლონიამ” ზირკზეს შემცვლელი ლიგა 1-დან დაიმატა

ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა “ბოლონიამ” “ტულუზადან” 23 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი ტაის დალინგა შეიძინა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასული ასევე ნიდერლანდელი ჯოშუა ზირკზე უნდა შეცვალოს.
გარიგების დეტალები ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუმცა თუ ნიკოლო სკირას დავუჯერებთ, ახალგაზრდა თავდამსხმელმა “როსობლუსთან” 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ის წლიურად 1,6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ტრანსფერის ღირებულება კი 15 მილიონია.
გასულ სეზონში დალინგამ “ტულუზას” ფორმა ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში