“ჩემო კარგებო, არ ღირს ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე არაკეთილსინდისიერი გზით “გამდიდრება” – გიორგი ფანცულაია

დღეს ტელეფონზე ზარი შემომდის, შუახნის ქალბატონისგან: ბატონო გიორგი ადვოკატი მჭირდება და თქვენთან შეხვედრა მინდა.
პასუხი: ორიოდე სიტყვით მითხარით რა საკითხს ეხება და შემდეგ გადავწყვიტოთ აზრი აქვს თუ არა ქალბატონო შეხვედრისთვის დროის გამოყოფა; ქალბატონის პასუხი: “ამდენი” წელია თაღლითობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ უფრო მეტი ფული წინა ადვოკატებში დავკარგე, რადგან წინა ადვოკატები მპირდებოდნენ, საქმეს გამოიძიებდნენ და დამნაშავეს ბრალს წარუდგენდნენ, ამიტომ ახლა მინდა თქვენ მოგანდოთ ჩემი საქმე, რომ ეს საქმე გამოიძიოთ და დამნაშავეს ბრალი წაუყენოთ. ჩემი კითხვა: ქალბატონო ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ წინა ადვოკატები ამას დაგპირდნენ? იქნებ ვერ გაიგეთ კარგად მათი ნათქვამი, რადგან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ადვოკატის ფუნქცია არაა საქმის გამოძიება და ბრალის წარდგენა. ადვოკატი თუ ბრალდებულს იცავს მას რა თქმა უნდა ყველა ის სამართლებრივი უფლება აქვს რაც პროკურორს და ასეთ შემთხვევაში ადვოკატის საქმიანობა არის ქმედითი(ფუნქციური) და შედეგიანი, მაგრამ თუ ადვოკატი მსხვერპლს(დაზარალებულს) იცავს, ასეთ შემთხვევაში ადვოკატი გამოძიებას ვერ აწარმოებს და ბრალს ვერავის წარუდგენს… მაქსიმუმ სხვადასხვა ფორმით ხელი შეუწყოს გამომძიებელს/პროკურორს – საქმის გამოძიებაში… “დაახლოებით” რომ გითხრათ/აგიხსნათ – დაზარალებულის უფლებებს ასეთ შემთხვევაში ქმედითად იცავს პროკურორი/გამომძიებელი, ხოლო ბრალდებულის უფლებებს რა თქმა უნდა ადვოკატი… ქალბატონის პაუზა და შემდეგ ამბობს, აბა ადვოკატი რაში მჭირდება? ჩემი პასუხი: ზუსტად მაგას გიხსნით ქალბატონო, თქვენს შემთხვევაში (ვგულისხმობ დაზარალებულის მხარეს) ადვოკატის ფუნქციები სიმბოლურია და თუ ადვოკატს აიყვანთ უნდა იცოდეთ გსურთ თუ არა აყვანა ასეთი ფუნქციით რაც მას ექნება… დავიჯერო ეს არც ერთმა წინა ადვოკატმა არ გითხრათ? რა ქმედითი ფუნქცია ექნებოდა თქვენი საქმის შემთხვევაში ადვოკატს? ქალბატონის მხრიდან ისევ პაუზა და შემდეგ ამბობს, არა არც ერთს არ უთქვამს და ასახელებს “ცნობადი” ადვოკატების გვარებს ვინც წინათ ყავდა და რას დაჰპირდნენ “ისინი”… P.S. ასეთი ფაქტები უამრავი რომ არ ვიცოდე, ვიფიქრებდი – ამ ქალბატონმა რაიმე სწორად ვერ გადმომცა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ასეთი კონკრეტული ფაქტი ვიცი, როცა “ორგზის” დაზარალებული მოქალაქეები შემდეგ ჩემთან მოდიან საშველად…
ხო და ჩემო კარგებო, არ ღირს ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე არაკეთილსინდისიერი გზით “გამდიდრება” …

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება