“ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა, ისე მომწონს…” – შორენა ბეგაშვილის საახალწლო განწყობა და ულამაზესი ინტერიერი – Marao

“ეს ჩექმა ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა, ისე მომწონს, ისე უხდება ჩემს სახლს…” – შორენა ბეგაშვილი მეგობრებს ახალ ვიდეოს უზიარებს. შორენას სახლში ნამდვილი ახალი წელია – განსხვავებული ნაძვის ხე, ულამაზესი დეკორაციები და მყუდრო გარემო. ახალი საჩუქარი კი მის ინტერიერს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის.
შორენა ბეგაშვილმა საახალწლო განწყობაზე ზრუნვა დეკემბრის დასაწყისშივე დაიწყო, რაც, პირველ რიგში, სახლის გაფორმებას გულისხმობდა. წელს შორენას ნაძვის ხე განსხვავებულია როგორც ფერით, ისე დეკორაციებით. მისმა წითელმა ნაძვის ხემ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შორენას სახლში ტრადიციული მწვანე ნაძვის ხეც აქვს, რომელიც განათებებითა და მინის ბურთებით გააფორმა. სახლი კი დეკორატიული სანათებითა და შესაფერისი ორნამენტებით მორთო.
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან “რუსთავი 2”-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.
შორენა ბეგაშვილისა და “კანონიერი ქურდის”, ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა, შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.
შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.