ჩემი ხმა: არჩევნების გაყალბების სქემა გამოვავლინეთ, 189 უბნის ბათილად ცნობას ვითხოვთ

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციამ ჩემი ხმა საპარლამენტო ს გაყალბების ძირითადი სქემა გამოავლინა.
ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ლონდა თოლორაიამ თქვა, რომ აღნიშნული სქემა დასტურდება დამკვირვებლების მიერ მოწოდებული 370-ზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალით, დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით და თვითმხილველების ჩვენებებით.
აღნიშნულის გარდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, კოალიციამ მოაგროვა საარჩევნო დარღვევების ამსახველი ასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
მათი თქმით, არჩევნების დღის განმავლობაში 1131 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლებისგან მიიღეს 900-ზე მეტი შეტყობინება საარჩევნო პროცედურების დარღვევის თაობაზე.
ორგანიზაციების ცნობით, 196 უბანზე სადაც მათი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს.
ჩემი ხმა 189 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც მათი თქმით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის ჩემი ხმის მიერ გამოვლენილი სქემა ასეთია:
· მ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი
· და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო.
· ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესის პარალელურად, მასშტაბურად იმატა ცნობებმა და მტკიცებულებებმა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების ქირავნობისა თუ სხვადასხვა გზით პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და სხვა ფორმით დამუშავების შესახებ;
· არაერთი მოწოდების მიუხედავად, ემოქმედათ საგამოძიებო ორგანოებს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, ისინი იყვნენ აბსოლუტურად უმოქმედო;
· ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: ტოტალურად, სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესის სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები გამოაძევეს უბნებიდან.