ჩემი წამება, ცემა, როგორი ვიყავი ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერს შეუძლია ნახოს თუ როგორ მდგომარეობაში ვარ – მარტო „მაესტრომ“ გააშუქა მეტმა არავინ

ჩემი წამება, ცემა, როგორი ვიყავი ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერს შეუძლია ნახოს თუ როგორ მდგომარეობაში ვარ – მარტო „მაესტრომ“ გააშუქა მეტმა არავინ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, „ზილების რევოლუციის“ ერთ-ერთ ფიგურანტმა გოჩა კაკოიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს კადრები რა მდგომარეობაში იყო ცემის შემდგომ. მისივე თქმით, აღნიშნული კადრები მხოლოდ მაესტრომ გააშუქა.
„შეიძლება ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ რაღაცას ვიგონებ. ეს ყველაფერი ჩემი წამება, ცემა, როგორი ვიყავი ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერს შეუძლია, “გუგლში” იძებნება თავისთავად, ნახონ თუ როგორ მდგომარეობაში ვარ. მარტო თავზე ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ეს ყველაფერი თვითონ ტელევიზიამ გადაიღო. თქვენ გახსოვთ ჩემ სანახავ იყავით მოსული ბატონო სოზარ და იქ იყვნენ ჟურნალისტები და თქვენი სიტყვები მახსოვს, რაო რაზე გამოგაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გაინტერესებს სიმართლე არის თუ არაო? ნახე როგორ მდგომარეობაში არისო კაკოიშვილიო. არცერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, მარტო „მაესტრომ“ გააშუქა მეტმა არავინ. იმიტომ, რომ იცოდნენ რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ბატონი სოზარისა და ჩემი მეგობრების, ტერაშვილის და ბევრი სხვების დამსახურებაა, რომ ჩემი შვილები ჩემ საფლავზე არ გაიზარდნენ“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.
Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი: ნაცემი რუსთავის საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორმა მთხოვა, აქ ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ოპოზიციონერს რომ ვეხმარებიო

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს