ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის თქმით, მისი ძმა „კუდი-ის“ შენობაში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა განუცხადეს, რომ ტოიოტას ცენტრში 8 „პრადო“ უნდა ეყიდა და ეზოში დაეყენებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე მეგუთნიშვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა.
„კარცერში, ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში. [დავით] ლორთქიფანიძემ გამოგზავნა ორი ადამიანი ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს შეიყვანეს [ზურაბ] ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე- ლალიაშვილი არიან, ლალიაშვილს პოზა აქვს – ზის ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაც აქვს გაკეთებული, გვერდით იარაღი უდევს, ვერცხლისფერი ბერეტა შლის, აწყობს.
ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ეხლა აზრი არ აქვს რამეზე დავილაპარაკოთო. თბილის ხომ იცი დიღომიო, კიო ამან უთხრა როგორ არ ვიციო. ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტას ცენტრიო, 8 „პრადოს“ იყიდი შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო. 4 წელს მა საქმეზე მივცემთ, ორ წელს დავუმატებთ ციხეშივეო და იქიდან „ტრუპი“ გამოვა სხვანაირად ვერ გამოიტანთო. ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი 8 მანქანა რომ გვეყიდა. შეიძლება ამდენი ფული არ გქონდეთ, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, დაგეხმარონ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო. უთხრა ახლა შენ ადექი წადი ფული გაქვს საშოვნელიო და თუ შენ გგონია, რომ აქედან გახვალ და ან პროკურატურაში წახვალ ან პოლიციაშიო, ეგ ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარია და ჩვენ გვაქვს მისი განკარგვის უფლებაო. ცემმა ძმამ უთხრა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 „პრადოს“ ყიდვას. ზუსტად ერთ კვირაში ლორთქიფანიძე თვითონ ჩავიდა წინანდალში, ჩასვა ცემი ძმა მანქანაში და უთხრა, რა ქენი ფული იშოვეო, ამან უთხრა ვერ ვიშოვე და ვერც ვიო. კაი, კაი გადადი მანქანიდან და ჩვენ მივხედავთო, მე არაფერი ვიცოდი, არც ადვოკატი შემოდიოდა“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.
Next: ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება