,, ჩემი ჩარევის გარეშე რუსეთს დღეს უკვე მთლიანად ექნებოდა ” – ტრამპი

-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს:
,,გახსოვდეთ, ყველა იმ დიდი ნატოს გულშემატკივრისთვის – ისინი მშპ-ის 2%-საც კი არ იხდიდნენ და უმეტესობა საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებდა, სანამ მე არ მოვედი. სულელურად იხდიდა მათ ნაცვლად! მე, პატივისცემით, ავიყვანე ისინი მშპ-ის 5%-მდე და ისინი იხდიან – დაუყოვნებლივ. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ შესაძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამ ყველაფრს მიღმა ისინი ჩემი მეგობრები არიან.
ჩემი ჩარევის გარეშე რუსეთს დღეს უკვე მთლიანად ექნებოდა . გახსოვდეთ ისიც, რომ მე ერთპიროვნულად დავასრულე 8 ომი, ხოლო ნორვეგიამ, ნატოს წევრმა ქვეყანამ, სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს! მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე.
რუსეთსა და ჩინეთს ნატოსი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე და მე მეპარება ეჭვი, რომ ნატო ჩვენთვის იდგებოდა, თუკი რეალურად დაგვჭირდებოდა. ყველას გაუმართლა, რომ პირველ ვადაში ჩვენი სამხედრო ძალა აღვადგინე და ამას ახლაც ვაგრძელებ.
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნატოს გვერდით, თუნდაც ისინი არ იყვნენ ჩვენ გვერდით. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის დონალდ ჯეი ტრამპის მიერ აღდგენილი შეერთებული შტატები.
გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“