,, ჩემი შვილი ნიკოლოზი მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში იღებდა 4 ლარს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა:
მინდა, მივესალმო ყველას და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი ს ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში, წყდება ყველაფერ იმის ბედი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო, რომელიც გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილებების გამო, რომელიც ჩვენ შევიყვანეთ, როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს უკან ვერავინ შეაბრუნებს, მთავარია ვიაროთ წინ, ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე.
ძალიან მარტივია დღევანდელი არჩევანი – იცით, დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი არის დაკარგული. ანაკლიაში ლაზიკის პორტი, გვქონდა გათვლილი, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა, ამათ გადაწყვიტეს, რომ ჩინელები შემოიყვანონ და ჩაანაცვლონ ქართველები…
ჩემი შვილი ნიკოლოზი მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში იღებდა 4 ლარს, ძალიან ბევრი მისი თანატოლი მუშაობს ასე, ოჯახები ჰყავთ შესანახი, როდესაც მუშაობ ასე აღარ გრძჩება დრო სწავლისთვის და განვითარებისზთვს. არადა სწორედ ეს თაობა, რომელსაც თავის დროზე მე მიშას თაობა ვუწოდე, ეს თაობა, რომელმაც გამოიყვანა საქართველო მერკანტილური ძილისგან, ეს თაობა არის, რომელმაც ხელში უნდა აიღოს საქართველოში ძალაუფლება“

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?