“ჩემი შვილის, ვატატოს პირველი ნაბიჯები, პირველად დაძახებული „მამა“… ამ ბედნიერებას ვერაფრით ჩაატევ სიტყვებში” – დათუა მგელაძე 2023 წელს აჯამებს

დათუნა მგელაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. დათუნა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა მას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევაში. როგორც ცნობილია, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობამდე ის ავარიაში მოყვა და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.
ტელეეკრანზე პირველად გამოჩენისთანავე, დათუნამ უამრავი ადამიანის გული მოიგო, თუმცა ის საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. სულ ცოტა ხნის წინ მან რჩეულზე, ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძეზე იქორწინა. დათუნას თქმით, ნინო მეგობრების გარემოცვაში 5 წლის წინ გაიცნო, გრძნობები სიყვარულში სამი წლის წინ გადაიზარდა. კითხვაზე, თუ რით მოხიბლა ნინიმ, დათუნას პასუხი იყო გარეგნობა და თვალები. “თუმცა ურთიერთობისა და დაახლოების ყოველ ეტაპზე სულ უფრო საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენები იყო”, – ამბობს მომღერალი.
ნინოს თქმით კი, დათუნა განსაკუთრებული, ძალიან ერთგული და სუფთა ადამიანია. თუმცა, სანამ მის თვისებებს გაიცნობდა, მისი ყურადღება მომავალი ქმრის თვალებმა მიიქცია.
“ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად, დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელია ახლა ყველაფრის ჩამოთვლა”, – ამბობს ნინო ფუტკარაძე.
ამჯერად დათუნა ჟურნალ „გზასთან“ განვლილ 2023 წელს აფასებს:
2023 წელი შენთვის როგორი იყო?
ძალიან კარგი წელი იყო, ახალი შემართებით და გამოწვევებით შევხვდები 2024-ს. პირველი ახალი წელია, რომელსაც სიმღერით კი არა, ცეკვით ვხვდები.
რა იყო შენთვის 2023 წლის მთავარი ამბავი?
ჩემი შვილის, ვატატოს პირველი ნაბიჯები, პირველად დაძახებული „მამა“… ამ ბედნიერებას ვერაფრით ჩაატევ სიტყვებში. როგორც და რაც უნდა თქვა, განცდის სიმძაფრესთან მაინც არასაკმარისი იქნება.