“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით” – საპროტესტო მსვლელობა შვილების გადასარჩენად. დედის დღეს სინდისის პატიმრის მშობლები ისევ “ოცნების” წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამ ქალებს ახლა საერთო ტკივილი აქვთ. ყველა საკუთარი შვილის დაბრუნებას ითხოვს.
მოქალაქეებმა შეკრება ფილარმონიასთან დაიწყეს, ცოტა ხანში კი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. პოლიტპატიმრების დედებთან ერთად დგას ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი დაუშავებიათ. სინდისის პატიმრების დედების მარშს შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
რთულია სამი მარტი ირაკლი გარეშე. მოახერხა, იქიდანაც დამირეკა და მომილოცა. ირაკლი მიყვარხარ, სიგიჟემდე მენატრები და მჭირდები. გამძლეობა და მალე ერთად ყოფნა. ჩვენ დედები აქ ვართ და ვიქნებით აქ სულ, სანამ არ იქნებიან ჩვენი შვილები ჩვენთან. გონს მოვიდნენ ის “ოცნების” სპორტსმენები, ნაკრები”, – ამბობს ირაკლი მიმინოშვილის დედა.