ჩემი შეთავაზებაა, €100 მლნ-ზე მეტი დახმარება საქართველოს მთავრობის ნაცვლად, გადაეცეს სამოქალაქო სექტორს – ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტისა და ამ თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე ინიციატივას დააყენებს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
“გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და მთავრობის ნაცვლად, ეს თანხები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადაეცემა“,- განაცხადა ბორელმა.
საქართველოს საკითხზე დღეს ყველა იმსჯელებს და აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე მინისტრებს შევთავაზებ, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, რომელიც მთავრობას მიეწოდება. გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და მთავრობის ნაცვლად, ეს თანხები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადაეცემა. ანუ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და ფულს სამოქალაქო საზოგადოებას მივცემთ , რათა მახარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი სთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გაწევრიანების პროცესი არის გაჩერებული, იქამდე სანამ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. იმისთვის რომ ამ გზას დაუბრუნდეთ, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამასობაში კი თანხებს , რომელიც მთავრობას მიეწოდება, გადავცეთ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ბორელმა.
რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, ბორელი მიიჩნევს, რომ გამოძიებული უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იყოს სრულად შეფასებული. ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ საქართველოს მთავრობას თავიდანვე ვუთხარით, რომ ხალხის ჩივილები გაეთვალისწინებინათ, აშკარაა, რომ გამოძიება უნდა მოხდეს“, – დასძინა მან.(ტვპირველი)