ჩემი ღრმა რწმენით, ევროკავშირი დამთავრდა – გოგა ხაინდრავა
ჩემი ღრმა რწმენით, ევროკავშირი დამთავრდა, ეს არის ბრიუსელის საბჭოთა კავშირი, რომელსაც ევროპასთან, იმ ფასეულობებთან, ღირებულებებთან, რაზეც დაფუძნდა ევროპა თავის დროზე, არანაირი კავშირი არ აქვს, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ხაინდრავა ევროკავშირს საბჭოთა კავშირთან აიგივებს და მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებასთან საქართველოს არაფერი აკავშირებს.
„ევროპა არაფერზე არ დაფუძნებულია, თუ არა ქრისტიანული ღირებულებებზე. ეს არის სიცრუის, ცილისწამების, კორუფციის ბუდე. არ გადის დღე, რომ ევროკავშირში სკანდალი არ იყოს ამა თუ იმ მიმართულებით, კორუფციის, რასაც სათავეში უდგას კორუფციის დედა – ფონ დერ ლაეინი. რა გვესმის იქიდან: დღევანდელ ევროკავშირი გვეუბნება, რომ კონსტიტუციის დამრღვევი არის გმირი, კანონის დამრღვევი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როდესაც უნდა გადავაფასოთ ჩვენი ორიენტირები, ილუზიებს თავი დავანებოთ. არაფერი ჩვენ არ გვაკავშირებს იმასთან, რასაც დღევანდელი ბრიუსელის ევროკავშირი ჰქვია, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე დროში ეს ორგანიზაცია საერთოდ გაჩერდება“, – აცხადებს ხაინდრავა.
