“ჩემი ქმარი მუშაობს ძალოვან სტრუქტურაში, აქვს 9 კლასის ატესტატი…” – წერილი სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში, ჯგუფში, ოჯახური პრობლემები, ანონიმური წევრი, წერს:

გოგოებო, ჩემს მეუღლეს აქვს 9 კლასის განათლება და სკოლის 9 კლასის ატესტატი. მუშაობს ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში და გამოუჩნდა დაწინაურების და წინსვლის პერსპექტივა, მაგრამ სჭირდება უმაღლესი განათლება. მიზეზი, რის გამოც ვერ დააწინაურებენ არის, არასრული ზოგადი განათლება ამ ეტაპზე. როგორც ვიცი, შესაძლებელია გამოცდების ჩაბარება და სკოლის ატესტატის აღება. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ამ საკითხზე, იქნებ დამაკვალიანოთ. მადლობა ყველას წინასწარ.