ჩემი ქება ვერ აანაზღაურებს დე ფაქტო მინისტრისთვის თქვენს ხელის ჩამორთმევას – ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ სთან შეხვედრისას მწვავედ გააკრიტიკა ელჩის წინა დღით გამართული შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, რომელსაც იგი დე ფაქტო მინისტრს უწოდებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 10 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ელჩმა ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს უმასპინძლა.
„მისი მუშაობა გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად. ევროკავშირი განიხილავს დამატებით ზომებს ბრიუსელში საბჭოს სხდომებზე მომავალ კვირაში“, – წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 11 დეკემბერს პლატფორმა X-ზე გააზიარა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეს ცნობა და დაწერა:
„რაც აქ არ წერია, არის ის, რომ [შეხვედრა] დავიწყე ევროკავშირის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის მწვავე კრიტიკით. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, 9 დეკემბერს შეხვდა.
ამ შეხვედრაზე ცნობა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა და მიუთითა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.
განცხადების თანახმად, „თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“. ხოლო ქართულმა მხარემ გამოთქვა „წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად“.
ჰერჩინსკის შეხვედრა ბოჭორიშვილთან მაშინ, როდესაც „ქართული ოცნებისათვის“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს და მთავრობას ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ, არაერთმა პოლიტიკოსმა და კომენტატორმა გააკრიტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ.
„გრცხვენოდეთ! თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – ასე მიმართა პლატფორმა X-ზე ევროკავშირის ელჩსა და წარმომადგენლობას ჟიგის პავიოლიონისმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
„სირცხვილია. სხვა არაფერია სათქმელი. ევროკავშირო, გაიღვიძე“, – დაწერა ს რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა.
„ხალხი თითქმის ორი კვირაა ქუჩაშია იმ რწმენით, რომ ევროპა გვერდში დაუდგება საქართველოს თავისუფლებისათვის ამ უსამართლო ბრძოლაში. ელჩმა ჰერჩინსკიმ ეს სათვალავშიც არ მიიღო. ეს შეხვედრა შეთანხმებული იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურთან?“ – დაწერა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ში, გიგი გიგიაძემ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი