“ჩემი უკანალი გადაარჩინეს” – იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა

ევრობასკეტის მესამე ტურში იტალიამ ბოსნიას 96:79 სძლია და С ჯგუფში 2 მოგებით და 1 წაგებით მესამე ადგილზეა. ამ მატჩის მესამე მეოთხედში იტალიელთა მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო მოედანზე შევარდა, თავის კალათბურთელებს უყვიროდა და მსაჯებმა გააძევეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კომენტარი გააკეთა:
„ბიჭებს ვუთხარი, რომ ისინი მიყვარს. მიყვარს ყველა თანაშემწე, ვინაიდან ჩემი უკანალი გადაარჩინეს და რომ გუნდი ვართ. ყოველთვის, როდესაც პრობლემები გვექმნება, კიდევ უფრო ერთიანი ვხდებით.
რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, განვიცდიდი. მატჩს ინტერნეტით ვუყურებდი, ასისტენტმა კი მითხრა: „არ ინერვიულო, ისინი შენთვის ითამაშებენ“. არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის თამაშობენ. თამაშობენ, რადგან გუნდი ავაშენეთ. წარმატების მისაღწევად 12 ბიჭი ერთად იბრძვის“, – განუცხადა პოცეკომ BasketNews-ს.
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ს ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
იანისის ლიდერობით – საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
დეტალური განხილვა – ქართველი კალათბურთელების შეფასება
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!