„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მარტა ბარამიძეა.
– მოვლენა, რომელმაც შეგცვალა…
– ეგეთი ბევრი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი მთავარი და გარდამტეხია, როდესაც გავიგე ჩემი ისტორია, ვინ ვარ, სად გავჩნდი, თუმცა, არ ვიცი, რამდენად ნამდვილია.
– ვერასდროს წარმოვიდგენდი …
– ცხოვრება იმდენად დიდი სიურპრიზია, ყოველთვის ყველაფერი უნდა დაუშვა;
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს …
– აუცილებლად გავივლიდი იგივე გზას, რაც გავიარე.
– სტიმულს მაძლევს …
– სიყვარული;
– გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე …
– რეგიონებში სოციალური პროექტების კეთება;
– პირველი სიყვარულის ისტორია …
– ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა და სამწუხაროდ, ის ადამიანი თავისი კურსელის ქორწილში, ჩხუბისა და გარჩევის დროს მოკლეს, 18 წლის იყო… ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მაგ დროს, როცა პირველად გიყვარდება, ერთი კვირაც რომ გრძელდებოდეს, იმხელა აღმაფრენაა და იმდენად ძლიერია, არ აქვს ხანგრძლივობას მნიშვნელობა. მქონდა ძალიან დიდი გულისწყვეტა, დიდი ტკივილი. ახლაც, როცა მახსენდება, მტკივა… თუმცა, დავისახე მიზანი, რომ არასდროს გამიცრუვდეს იმედი და ისევ და სიყვარულის ისევ დავიჯერო. დღესაც, ყველაზე მეტად რისიც მჯერა, ესაა სიყვარული. არა მხოლოდ ქალვაჟური, არამედ სამყაროს მხრიდანაც მჯერა სიყვარულის. მგონია, რომ სამყაროს თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უყვარს.
– ვერასდროს ვიქნებოდი …
– ეს ძალიან ზოგადი კითხვაა, რადგან ადამიანის არჩევანი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ვინ უნდა იყოს და მას შეუძლია საკუთარი პიროვნება შექმნას, ცხოვრების სირთულეების მიუხედავად.
– მეშინია …
– ყველაზე ძალიან მეშინია და მეტკინება ახლობელი ადამიანის დაკარგვის;
– რჩევას ვიღებ …
– ადამიანებისგან, სამყაროსგან, ბუნებისგან, მინიშნებებივით არის ხოლმე, თითქოს, შემდეგ რჩევებივით გარდაიქმნება. რჩევებს ადამიანებისგან ვიღებ და ყურს ვუგდებ ხოლმე. რასაც საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად ვითვალისწინებ ხოლმე.
– მოხუცი ვიქნები …
– მოხუცი ისევ და ისევ „პეპი მაღალწინდა“ ვიქნები (იცინის)