ლენუკა ყიფშიძე, კოსტა სანიკიძეზე ემოციურ პოსტს წერს.
“ჩემი პატარა მეგობარი ,საოცარი ადამიანი, თვალებში ეტყობა როგორია. ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და ერთი სული მაქვს მაგრად, მაგრად ჩავეხუტო.
დღეს მეორედ დაიბადა Kosta Sanikidze ჩემი მთელი ოჯახი დიდ სიყვარულს გიგზავნის”,-წერს ლენუკა.
შეგახსენებთ, კოსტას საკუთარ სახლში თავს 24 წლის გიორგი გველესიანი დაესხა და მუცლის არეში 5 ჭრილობა მიაყენა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.