“ჩემი მიზანი სწორედ ესაა” – ბალოტელიმ დაასახელა ჩემპიონატი, სადაც თამაში სურს

ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ კვლავ სამშობლოში დაბრუნება და სერია A-ში თამაში სურს.
“რამდენიმე შეთავაზება მივიღე უცხოური კლუბებიდან, მაგრამ ყველა მათგანი უარით გავისტუმრე. მიზეზი კი ისაა, რომ სერია A-ში დაბრუნება მინდა”, – უთხრა ბალოტელიმ ჟურნალისტს ნიკოლო სკიერის.
შეხენებისთვის, ბალოტელის ბოლო კლუბი თურქული “ადანა დემირსპორი” იყო და ახლა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. მას იტალიაში “ინტერის”, “მილანის”, “ბრეშასა” და “მონცას” ფორმა მოურგია.

ასევე დაგაინტერესებთ