ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო, – ამის შესახებ,”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც ს ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.
“ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?!
მეორე ჯერზე, მირეკავს [პატეიშვილი] და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო.” – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
Next: ს მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს