„ჩემი კანონპროექტი სავიზო შეზღუდვებს პერმანენტულს გახდის“ — სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მისი ინიციირებული კანონპროექტით კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ სახელმწიფო დეპარტმაენტის მიერ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები მოკლევადიანი არ იქნება.
ამის შესახებ სენატორმა სოციალურ ქსელ „X-ზე“ დაწერა.
„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს პერმანენტულად აქცევს და ნათელს გახდის, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება მოკლევადიან შედეგს არ წარმოადგენს,“ — წერს სენატორი.
I welcome @StateDept’s move to impose visa restrictions on those responsible for undermining democracy and attacking peaceful protestors in Georgia. My bipartisan bill would make these restrictions permanent, making it clear that this decision is not a short-term consequence. https://t.co/uYBZ9Np8ZP — Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) June 6, 2024
ამავე თემაზე:
· ვაშინგტონმა რამდენიმე ათეულ ადამიანს საქართველოში სავიზო სანქცია დაუწესა
· კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად კანონპროექტს წარადგენს

ასევე დაგაინტერესებთ