გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პასუხისმგებლობაა ის, რომ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამის შესახებ მან უნგრულ მედიაორგანიზაცია “პარტიზანთან” ინტერვიუში განაცხადა.
· მერკელმა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ასევე დაადანაშაულა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაწყვეტაში.
როგორც ანგელა მერკელი თვლის, პოლონეთის მიერ მინსკის შეთანხმებების მხარდაჭერაზე უარის თქმამ საბოლოოდ უბიძგა რუსეთს 2022 წელს უკრაინაში შეჭრისკენ.
ყოფილი კანცლერის განცხადებით, მინსკის პირველმა შეთანხმებამ, რომელიც 2014 წელს შედგა, 2015 წლიდან 2021 წლამდე “მშვიდობა დაამყარა“ და უკრაინას, თავისი მიწების დასაბრუნებლად “ძალების მოკრების საშუალება“ მისცა.
· აღსანიშნავია, რომ შეთანხმებიდან ოთხი თვის შემდეგ, 2015 წლის იანვარში, რუსეთი და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უკრაინის ჯარებს მაინც დაუპირისპირდნენ, თუმცა მერკელი ამბობს, რომ რუსეთმა ამ შეთანხმების უგულებელყოფა 2021 წლის შემდეგ დაიწყო.
“სწორედ ამიტომ მინდოდა ახალი ფორმატი, სადაც პუტინთან ევროკავშირის სახელით პირდაპირ საუბარს შევძლებდით. მაგრამ ზოგიერთი ამას მხარს არ უჭერდა. ესენი ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, თუმცა პოლონეთიც წინააღმდეგი იყო. ჩემი იდეა ვერ განხორციელდა, დავტოვე კანცლერის პოზიცია და პუტინმაც დაიწყო აგრესია”, – აცხადებს ანგელა მერკელი.
