ჩემი თანადგომა მზია ამაღლობელს – სასამართლოსთან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მივიდა

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბათუმში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მიციდა და დაკავებულ მედია მენეჯერს სოლიდარობა გამოუცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი დღეს ყველა ქართველ, თავისუფალ, საქართველოსთვის მებრძოლ ქალს წარმოადგენს.
ჩემი სათქმელი ის არის, რომ მზია ამაღლობელი არ არის მარტო მზია ამაღლობელი, ის დღეს წარმოადგენს ყველა ქართველ, თავისუფალ ქალს და საქართველოსთვის მებრძოლს, ამიტომ ჩემი თანადგომა მას და თუ შევძლებ განმხევებას ძალიან გამეხმარდება,- უთხრა ჟურნალისტებს დოროთე ყურაშვილმა.
დღეს, 4 აგვისტოს, ს საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.